კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 211 -ე მუხლის, თანახმად:
საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ იგი უარს აცხადებს კომერციული ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით" შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ასევე, საბანკო ანგარიშის დახურვა ბანკს შეუძლია, თუ ანგარიშზე, ანგარიშის მომსახურებისათვის ბანკში განსაზღვრული საკომისიოს ოდენობა არაა განთავსებული და ამ ანგარიშზე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ოპერაციები არ შესრულებულა. ასევე, ანგარიშების დახურვა შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საკანონმდებლო მოთხოვნიდან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე სს „სილქ ბანკი" გატყობინებთ, რომ ბანკში მიმდინარეობს საბანკო ანგარიშ(ებ)ის მფლობელთა მონაცემების განახლება და, ის პირები, რომლებიც წინამდებარე შეტყობინების ბანკის ვებ გვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ დაუკავშირდებიან ბანკს და არ განაახლებენ მათ შესახებ ბანკში არსებულ მონაცემებს ბანკი გამოიყენებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას და დახურავს ასეთი ტიპის საბანკო ანგარიშებს, ხოლო ამ ანგარიშზე არსებულ ნაშთებს გადაიტანს მოუკითხვანი სახრების საბანკო ანგარიშზე, რომელსაც ბანკის სასარგებლოდ დაერიცხება მოუკითხავი სახსრების ანგარიშის საკომისიო.
საკომისიოს მოცულობა განთავსებულია ბანკის ვებ გვერდზე.