დოკუმენტური ინკასო
დოკუმენტური ინკასო არის ანგარიშწორების ფორმა, რომლის დროსაც უპირატესობა ენიჭება იმპორტიორს და არ არის რეკომენდებული ახალ ბიზნეს პარტნიორებთან ოპერაციების დროს.
დოკუმენტური ინკასოსაგრძნობლად იაფია დოკუმენტურ აკრედიტივთან შედარებით და საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება პარტნიორებს შორის ნდობის არსებობის შემთხვევაში.
დოკუმენტური ინკასოს ფაზები:
- სავაჭრო კონტრაგენტები ერთმანეთში აფორმებენ ხელშეკრულებას გარკვეული სახის საქონლის თუ მომსახურების შეძენაზე, სადაც გადახდის პირობად მიეთითება ანგარიშსწორება დოკუმენტური ინკასოთი;
- გამყიდველი (პრინციპალი) აგზავნის საქონელს მყიდველთან (ტრასატთან);
- გამყიდველი/პრინციპალი გადასცემს მის ბანკს დოკუმენტაციას;
- გამყიდველის/პრინციპალის ბანკი აგზავნის დოკუმენტაციას საინკასო დავალებასთან ერთად მყიდველის/ტრასატის ბანკში;
- მყიდველის/ტრასატის ბანკი ატყობინებს მყიდველს/ტრასატს აღნიშნული დოკუმენტაციის პირობებს (ავიზირება);
- იმ შემთხვევაში თუ მყიდველი/ტრასატი თანახმაა დოკუმენტური ინკასოს პირობებზე, ის იღებს დოკუმენტაციას და აწარმოებს გადახდას საინკასო დავალებაში მითითებული ფორმით;
- მყიდველი/ტრასატი იღებს საქონელს მიღებული დოკუმენტაციის სანაცვლოდ.
მომსახურება საინკასო დავალებებზე თამასუქის აქცეპტისა და გადახდის ვალდებულების აღების შემთხვევებში განიხილება ინდივიდუალურად.