პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
სს „სილქ ბანკი“ (შემდგომში „ბანკი“, „ჩვენ“) იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით (შემდგომში „პოლიტიკა“) განისაზღვრება თუ როგორ ზრუნავს ბანკი თქვენს მონაცემებზე და რა პრინციპებით ხელმძღვანელობს მათი დამუშავებისას. პოლიტიკით თქვენ შეიტყობთ მონაცემთა დაცვის უფლებების და მათი რეალიზაციის თაობაზეც.
ჩვენ გპირდებით, რომ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად; და თქვენი სურვილის შემთხვევაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
სს „სილქ ბანკი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, ლიცენზირებული კომერციული ბანკია, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია:201955027; იურიდიული მისამართი: ზაარბრუკენის მოედანი 2, თბილისი, საქართველო.
მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.silkbank.ge. ჩვენთან დასაკავშირებლად კი შეგიძლიათ გაეცნოთ სექციას „როგორ დაგვიკავშირდეთ“.
ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ შესაძლოა მოიცავდეს: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციას (მაგ. სახელი, გვარი, ხელმოწერები, ბიომეტრიული მონაცემები, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მისამართი/ საცხოვრებელი ადგილი, სქესი); ფინანსურ დეტალებს (მაგ. საბანკო ანგარიშის დეტალები, საკრედიტო/სადებეტო ბარათის დეტალები, ფინანსური საქმიანობის ისტორია, შემოსავლ(ებ)ის დეტალები და მასთან დაკავშირებული ისტორია, ასევე, საკრედიტო ისტორია, კრედიტუნარიანობა, სესხების შესახებ ინფორმაცია და ვადაგადაცილებები. ასევე, სოციო-დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიცაა დასაქმების/პროფესიის შესახებ, დამსაქმებლის სახელწოდება და მისამართი, განათლების შესახებ, მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია, სახელფასო ცნობა); ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მაგ. საბანკო ანგარიშის ნომერი; ანგარიშებზე განხორციელებული შემოსავალი/გასავალი; თქვენი ანგარიშებიდან განხორციელებული გადახდები/გადარიცხვები; როდის და სად განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები); საკომუნიკაციო ინფორმაციას (მაგ. ინფორმაცია თქვენზე, რომელსაც ბანკი მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან); ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით მესამე პირების შესახებ ან მესამე პირებს აწვდით თქვენს შესახებ (მაგ. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა პირ(ებ)ის შესახებ როგორიცაა, მონაცემები მეუღლის, პოტენციური თანამსესხებლის ან თავდების შესახებ ერთობლივი განაცხადის წარმოსადგენად, ან თუ სხვა პირი მოგვაწვდის ინფორმაციას თქვენზე).
მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია - ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან, როგორიცაა მაგ., საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ან/და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
თქვენი თანხმობით, თქვენთვის მომსახურების გაწევის/თქვენი განაცხადის განხილვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ან/და ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ გახსნათ საბანკო ანგარიში, მოგეწოდოთ საბანკო მომსახურება, მარტივად და შეუფერხებლად ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისებით და დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეპერსონალიზებული ფორმით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ მონაცემთა დაცვის უფლებებს და შესაბამისად, პერსონალური მონაცემები:
თქვენი მონაცემების შეგროვება/დამუშავება შესაძლოა მოხდეს თქვენ მიერ მისი მოწოდებით და შემდეგ შემთხვევებში:
თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს იმ მიზნით, რომ:
პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის: თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებსა და შეთავაზებებზე ინფორმაცია. ამ მიზნით ვამუშავებთ იმ მონაცემებს, რასაც თავად გვიზიარებთ ან გვრთავთ ნებას მივიღოთ მესამე პირებისგან.
თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფორმით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის სასურველი.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაითხოვოთ თქვენი თანხმობა, დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ბანკის საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის, ცხელ ხაზზე 032 2 242 242 ან/და ელექტრონული ფოსტის - info@silkbank.ge მეშვეობით ან/და უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას შემოთავაზებული უარის თქმის მექანიზმის მეშვეობით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და 5-7 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ.
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება ბანკის სტრუქტურა, მაგალითად:
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
მონაცემები შეინახება თქვენი მომსხურების მთელი პერიოდის განმავლობაში და იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, თქვენთან საბანკო ანგარიშიდან გამომდინარე ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომაც, თუ ეს საჭიროა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიის თუ საკითხის შესწავლისა და განხილვის მიზნით ან/და კონკრეტული თანხმობის შინაარსის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების ჩვენთვის გაზიარება წარმოადგენს როგორც ბანკის ასევე თქვენ ინტერესს. როგორც აღინიშნა, ბანკს თქვენი მონაცემების დამუშავება ესაჭიროება ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენი თანხმობის მოთხოვნის კონკრეტულ შემთხვევებში, ჩვენ გაგაცნობთ მათი მოწოდება არის სახელშეკრულებო მოთხოვნა, კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი საჭიროება თუ სხვა მიზნების მისაღწევად საჭირო ზომა.
როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის მხოლოდ თქვენი თანხმობაა საჭირო, თქვენ შეგიძლიათ არ გააზიაროთ პერსონალური მონაცემები ან გაითხოვოთ თანხმობა, თუმცა, შესაძლოა აღმნიშნულმა გამოიწვიოს თქვენ მიერ კონკრეტული სერვისებით (მაგ. გამარტივებული ონლაინ სერვისებით) სარგებლობის შეფერხება.
ბანკი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბანკი ზრუნავს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე).
თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით. თქვენი მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ ჩვენს მონაცემთა ბაზებში. თუ თქვენ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და ბანკს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ უფლება გვაქვს, შეგიწყვიტოთ მომსახურების მოწოდება.
ბანკი არ ახორციელებს კონტროლს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით, შესაძლოა გამოჩნდეს მის სერვისებში. ამ სხვა ვებ-გვერდებმა შესაძლოა, თავიანთი მზა ჩანაწერები (ე.წ. cookie files) ან სხვა ფაილები განათავსონ მომხმარებლის მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ მომხმარებელს პერსონალური ინფორმაცია, რაზეც ბანკი პასუხს არ აგებს და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, ბანკი არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად თქვენ იღებთ. ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
ბანკი ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ბანკი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგება მომხმარებლის იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს მომსახურებას.
ბანკი უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციისა და ჩვენი ბიზნესის თავისებურებისა.
ჩვენ გულისხმიერად ვეკიდებით თქვენ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, თქვენ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობის პრევენციის ან რისკების მიტიგაციისთვის ან „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ ხელშეკრულების“ ასამოქმედებლად ან გასავრცელებლად ბანკი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს თქვენი მონაცემები.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ თქვენი პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.
ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, ამ ცვლილებების თაობაზე გექნებათ საშუალება გაეცნოთ ინფორმაციას შეცვლილ პირობებზე. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ბანკს გააჩნია თქვენს შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ დაგვიკავშირდეთ ან/და თქვენი უფლებების რეალიზება (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, გადატანა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტებზე. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: dpo@silkbank.ge
მომხმარებელთა უფლებების დაცვა: info@silkbank.ge
დამატებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: + (995 32) 24 22 42
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონსულტანტს ციფრული არხების ონალინ ჩატის მეშვეობით.
Copyright © Silkroad bank