თითოეულ ანგარიშსწორებას თავისი უპირატესობა გააჩნია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარისათვის.
საერთაშორისო ვაჭრობაში გადახდის ოთხი ფორმა არსებობს:
- საავანსო გადახდა;
- დოკუმენტური ინკასო;
- დოკუმენტური აკრედიტივი;
- ანგარიშსწორება ღია ანგარიშით.
რა უპირატესობა აქვს აკრედიტივს
დოკუმენტური აკრედიტივიარის ანგარიშსწორების ერთადერთი ფორმა, რომლის დროსაც უპირატესობაკონტრაქტში მონაწილე ორივე მხარეს ენიჭება, რადგან ვალდებულებები ორივე მხარეზე თანაბრად ნაწილდება.
აკრედიტივის ფაზები:
- პირველ ეტაპზე ხდება სავაჭრო კონტრაგენტების ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც წესი პოტენციური მყიდველი წარადგენს პოტენციურ გამყიდველთან გარკვეული სახის საქონლის თუ მომსახურების შეძენაზე ხელშეკრულებას, სადაცგადახდის პირობად მიეთითება ანგარიშსწორება დოკუმენტური აკრედიტივით;
- კონკრეტული პირობების განხილვის შემდეგ იდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება/კონტრაქტი;
- მყიდველი (აპლიკანტი) აწვდის ბანკს (ბანკი ემიტენტი) ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მუშავდება ბანკსა და გამყიდველს (ბენეფიციარს) შორის აკრედიტივის კონკრეტული პირობები;
- პირობების შეჯერების შემდეგ, მყიდველი (აპლიკანტი) ბანკში არსებული (განაცხადი/ხელშეკრულება) ფორმით ავალებს ბანკ ემიტენტს აკრედიტივის გახსნას გამყიდველის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ;
- ბანკი ემიტენტი უგზავნის აკრედიტივს გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკს;
- გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკი ამ უკანასკნელს გადასცემს (ავიზირებას უკეთებს) აკრედიტივს;
- გამყიდველი (ბენეფიციარი) აგზავნის საქონელს მყიდველთან (აპლიკანტთან);
- გამყიდველი (ბენეფიციარი) აკრედიტივით წინასწარგანსაზღვრულ დოკუმენტაციასწარადგენს გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკში;
- შემსრულებებლი ბანკი (შესაძლოა იყოს აპლიკანტის, ბენეფიციარის ან სხვა ბანკი) ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტაციას და აკრედიტივის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, აწარმოებს გამყიდველისათვის (ბენეფიციარისათვის) თანხის გადახდას;
- შემსრულებებლი ბანკი ინაზღაურებს გადახდილ თანხას აპლიკანტისგან (გამყიდველისგან) წინასწარდადგენილი პირობების საფუძველზე დოკუმენტაციის სანაცვლოდ;
- აპლიკანტი (გამყიდველი) მიღებული დოკუმენტაციით იღებს საქონელს აკრედიტივით განსაზღვრული პირისგან.
დოკუმენტური აკრედიტივით მომსახურების საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც ტექნიკური საკომისიოების დიდი ნაწილი განიხილება ინდივიდუალურად.