ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის პირობები
- მსესხებელი: ბანკის მეანაბრე რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური/იურიდიული პირ(ებ)ი;
- მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: არ მოითხოვება;
- უზრუნველყოფის ტიპი: ყველა ვადიანი ტიპის დეპოზიტი/სადეპოზიტო სერტიფიკატი;
- სესხის ოდენობა: არ არის შეზღუდული, განისაზღვრება დეპოზიტის თანხის მოცულობიდან გამომდინარე (მის ამოწურვამდე);
- სესხის ვადა: არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის ვადას;
- სესხის თანხა:
- ვადიან/ზრდად დეპოზიტზე სარგებლის ვადის ბოლოს გატანის პირობით - დეპოზიტის თანხის 90 % უნდა უზრუნველყოფდეს სესხის თანხას დამატებული სესხზე დარიცხული პროცენტის 100%;
- ვადიან/ზრდად დეპოზიტზე / საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატზე სარგებლის ყოველთვიური გატანის პირობით - დეპოზიტის ძირ თანხასა და მასზე დარიცხულ გატანილ/გასატან პროცენტს შორის სხვაობის 90 % უნდა უზრუნველყოფდეს სესხის თანხას დამატებული სესხზე დარიცხული პროცენტის 100%;
- დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატზე სარგებლის ვადის ბოლოს გატანის პირობით - დეპოზიტის თანხას დამატებული დეპოზიტზე დარიცხული პროცენტის ჯამური თანხის 90 % უნდა უზრუნველყოფდეს სესხის თანხას დამატებული სესხზე დარიცხული პროცენტის 100%.
- სესხის მინიმალური თანხა: 100 ერთეული დეპოზიტის შესაბამის ვალუტაში;
- ვალუტა: GEL, USD - სესხი გაიცემა იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც არის დეპოზიტი;
- სესხის საპროცენტო განაკვეთი: დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთს +4%;
- სესხის გაცემა/განაღდების საკომისიო: არ მოითხოვება;
- სესხის დაფარვის სიხშირე: ვადის ბოლო;
შენიშვნა: კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე დასაშვებია დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ვადაზე ადრე დაფარვა, ნაწილობრივ ან სრულად.
- კრედიტის წინსწრებით დაფარვა: განისაზღვრება 0 %.