სილქ ბანკი თქვენს მიერ დათქმულ ვადებში, ყოველთვიურად თქვენს ნაცვლად დაფარავს ყველა კომუნალურ გადასახადს, განახორციელებს ნებისმიერ შეთანხმებულ გადარიცხვას და ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაცნობებთ.
ჩვენი სერვისი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად:
- გადაიხადოთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადები;
- ტელეფონისა და ინტერნეტის გადასახადები გაერთიანებულ ტელეკომსა და გლობალ ერთში;
- გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებსა და დეპოზიტებს შორის;
- აწარმოოთ შიდა და გარე გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში;
- ავტომატურად შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი.
ძირითადი უპირატესობანი:
- შესაძლებლობა გადაიხადოთ როგორც თქვენი, ისე სხვა პირის გადასახადები;
- სერვისით სარგებლობის დაბალი ყოველთვიური საკომისიო;
- გადარიცხვის წარმოების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღების შესაძლებლობა;
ავტომატური გადარიცხვების სერვისის მისაღებად საჭიროა:
- გქონდეთ ანგარიში სილქ ბანკში;
- შეავსოთ ავტომატური გადარიცხვების განაცხადი:
- კომუნალური სახის გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ კომუნალური კომპანიების მიერ თქვენთვის მონიჭებული პირადი ნომერი (ქვითრებზე მითითებული);
- შიდა და გარე გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ მიმღების რეკვიზიტები.
დამატებითი პირობები
- ანგარიშსწორების წარმოება მოხდება კლიენტის მიერ არჩეული ძირითადი თანხიდან;
- ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება კლიენტის მხრიდან წინასწარ მითითებული დამატებითი ანგარიშიდან;
- იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშები სხვადასხვა ვალუტებშია, ოპერაციები მათ შორის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, კონვერტაციის გზით წარმოებს;
- ძირითად და დამატებით ანგარიშებზე გადარიცხვის დღეს თანხის არარსებობის შემთხვევაში გადარიხვა არ განხორციელდება;
- გადარიცხული თანხა კომუნალური კომპანიების მონაცემთა ბაზაში აისახება არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ხოლო გარე გადარიცხვების შემთხვევაში მიმღები ბანკის ანგარიშზე თანხა აისახება არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
ავტომატური გადარიცხვები |
ტარიფი |
რეგისტრაცია |
უფასო |
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო |
უფასო |