საგადახდო დავალების მიღების და შესრულების ვადები:
- ბანკის სისტემის შიგნით:
- ნებისმიერ ვალუტაშიმიღებული დავალება სრულდება იმავე სამუშაო დღეს;
- ბანკის სისტემის გარეთ:
- ეროვნულ ვალუტაშისამუშაო დღის მანძილზე მიღებული დავალება სრულდება არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
- უცხოურ ვალუტაშისამუშაო დღის მანძილზე მიღებული დავალება საერთაშორისო საგადახდო სისტემას შესასრულებლად გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა.
დისტანციური არხებით შემოსული საგადახდო დავალების მიღების და შესრულების ვადები:
- ბანკის სისტემის შიგნით:
- ეროვნულ ვალუტაშიშემოსული დავალება სრულდება იმავე სამუშაო დღეს;
- უცხოურ ვალუტაში17:30 სთ-მდე შემოსული დავალება ითვლება მიმდინარე თარიღში მიღებულად და სრულდება იმავე სამუშაო დღეს;
- ბანკის სისტემის გარეთ:
- ეროვნულ ვალუტაში 17:30 სთ-მდე მიღებული დავალება ითვლება მიმდინარე თარიღში მიღებულად და სრულდება არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
- ეროვნულ ვალუტაში 17:30 სთ-ის შემდეგ შემოსული დავალება ითვლება მომდევნო საბანკო დღეს მიღებულად და სრულდება არაუგვიანეს მიღების მომდევნო საბანკო დღისა;
- უცხოურ ვალუტაში 17:30 სთ-მდე შემოსული დავალება ითვლება მიმდინარე თარიღში მიღებულად და საერთაშორისო საგადახდო სისტემას შესასრულებლად გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
- უცხოურ ვალუტაში 17:30 სთ-ის შემდეგ შემოსული დავალება ითვლება მომდევნო საბანკო დღეს მიღებულად და საერთაშორისო საგადახდო სისტემას შესასრულებლად გადაეცემა მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა;
საგადახდო დავალების შესასრულებლად აუცილებელი რეკვიზიტები:
- ბენეფიციარის დასახელება
- ბენეფიციარის მისამართი (მხოლოდ სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში)
- ბენეფიციარის ანგარიშის ნომერი / IBAN
- ბენეფიციარი ბანკის დასახელება
- ბენეფიციარი ბანკის SWIFT კოდი
- შუამავალი ბანკის დასახელება (მხოლოდ სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში)
- შუამავალი ბანკის კოდი (მხოლოდ სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში)
- გადარიცხვის დანიშნულება
შენიშვნა:
- ვალუტის კონვერტაცია (გარდა პლასტიკური ბარათებით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ვალუტის კონვერტაციისა) ხორციელდება ბანკის კომერციული გაცვლითი კურსით, დამატებითი საკომისიოს გარეშე. ბანკის კომერციული გაცვლითი კურსები მითითებულია მომსახურების სივრცეში განლაგებულ ტაბლოზე და ბანკის ვებგვერდზე;
- პლასტიკური ბარათებით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ვალუტის კონვერტაცია ხორციელდება ოფიციალური გაცვლითი კურსით და კონვერტაციის საკომისიო შეადგენს 1%;
- უცხოური ვალუტის გადარიცხვის შემთხვევაში უცხოური შუამავალი ბანკის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს საკომისიოს დაკავება.
სს,,სილქ ბანკი" საიდენტიფიკაციო კოდი: 201955027.
რეგისტრაცია N2/5-98.
მისამართი: თბილისი ზაარბრუკენის მოედანი N2.
ტელ:2 242 242; ელ.ფოსტა: posta@silkroadbank.ge; ვებ: www.silkroadbank.ge;
საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი www.nbg.gov.ge;
საზედამხედველო ორგანო არ არის პასუხისმგებელი ბანკის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.