სილქ ბანკის ბუნებრივი გაზის გადასახადის მართვის ახალი პროგრამა
სილქ ბანკმა ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მომხმარებლებისთვის ცივ სეზონებზე მზარდი კომუნალური გადასახდების ტვირთის შესამსუბუქებლად, სოკარ ჯორჯია გაზთან პარტნიორობით, შექმნა სრულიად ახალი პროგრამა "გაათაბრე", რაც შესაძლებელს ხდის, მომხმარებლებმა თავად მართონ ბუნებრივი გაზის ხარჯები და სწორად დაგეგმონ ოჯახური ბიუჯეტი.
პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელი ბუნებრივ გაზში ყოველთვე გადაიხდის ერთსა და იმავე ფიქსირებულ თანხას მთელი წლის მანძილზე, სეზონის მიხედვით, მკვეთრად ცვალებადი გადასახადის ნაცვლად.
გაათანაბრე-ს უპირატესობები:
პროგნოზირებადი ყოველთვიური გადასახადები: გაათანაბრეს მეშვეობით მომხმარებელს გაუჩნდება ბუნებრივი გაზის ფიქსირებული ყოველთვიური გადახდის გეგმა, რომელიც სეზონურ ცვალებად ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას აღმოფხვრის
ფიქსირებული თანხის გამოთვლა: მომხმარებლის ყოველთვიური ფიქსირებული თანხა გამოითვლება აბონენტის მიერ წინა 12 თვის განმავლობაში ბუნებრივ გაზში გადახდილი ჯამური თანხის, საშუალო ოდენობის მიხედვით
გამჭვირვალე გადასახადები: ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას ემატება მომსახურების საკომისიო, მხოლოდ 5%
წლიური რეკონსილიაცია: ყოველი წლის ბოლოს, ნებისმიერი სხვაობა სავარაუდო გადახდებსა და რეალურ დანახარჯს შორის დაკორექტირდება და აისახება აბონენტის ნომერზე დადებითი ან უარყოფითი ნაშთით.
ამ ეტაპზე, პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია რუსთავის, ქუთაისის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, სოკარ ჯორჯია გაზის აბონენტთათვის.
დეტალებისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: gaatanabre.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 242 242