მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, ბანკში მიუსვლელად, აწარმოეთ თქვენთვის საჭირო საბანკო ოპერაციები, გახსენით მიმდინარე ანგარიშები, დეპოზიტები, შეუკვეთეთ სადებეტო ბარათები, მოითხოვეთ სესხი ან საკრედიტო ბარათი.
ინტერნეტ ბანკის პროდუქტის გააქტიურება შესაძლებელია, როგორც ბანკის სერვის ცენტრში, ისე დისტანციურად.
დისტანციურად რეგისტრაციისთვის ანდა ანგარიშის გახსნისთვის ეწვიეთ მისამართს: www.silkonline.ge, აირჩიეთ ღილაკი „რეგისტრაცია"და მიყევით ინსტრუქციას.
ინტერნეტ ბანკის საშუალებით შესაძლებელია:
მინიმალური უფლებით - რეგისტრაცია |
უფასო |
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო |
უფასო |
სრული უფლებით (ავთენტიფიკაცია SMS კოდით) - რეგისტრაცია |
უფასო |
სრული უფლებით (ავთენტიფიკაცია დიჯიპასით) - რეგისტრაცია |
50 ლარი |
მომსახურების ყოველთვიური საკომისიო |
უფასო |
ინტერნეტ ბანკის სისტემაში შესასვლელი პაროლის აღდგენა |
უფასო |
უფლების ცვლილება მინიმალური უფლებით |
უფასო |
უფლების ცვლილება სრული უფლებით (ავთენტიფიკაცია SMS კოდით) |
უფასო |
უფლების ცვლილება სრული უფლებით (ავთენტიფიკაცია დიჯიპასით) |
50 ლარი |
* მინიმალური პაკეტით შესაძლებელია ოპერაციები აწარმოოთ მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის, გადაიხადოთ კომუანლური გადახდები და შეავსოთ მობილური ბალანსი
** სტანდარტული პაკეტით შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით დაშვებული ნებისმიერი ოპერაციის შესრულება. ოპერაციის დასამოწმებლად მოითხოვება SMS კოდი
*** მაქსიმალური პაკეტით შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით დაშვებული ნებისმიერი ოპერაციის შესრულება. ოპერაციის დასამოწმებლად მოითხოვება დიჯიპასი
ინტერნეტ ბანკის უსაფრთხოება:
დისტანციური/ციფრული სერვისების გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამისთვის ბანკში მოქმედებს ინტერნეტ უსაფრთხოების მაღალი ნორმები. ინტერნეტ ბანკში უსაფრთხოდ მუშაობისთვის გვინდა რამდენიმე ძირითადი რჩევა თქვენც გაგიზიაროთ:
გთხოვთ, კარგად გაათვითცნობიეროთ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ შეტევის მსხვერპლი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას და აუცილებლად გადაამოწმეთ ყველაფერი, რაც ოდნავ ეჭვს მაინც ბადებს. მხოლოდ ასე შეძლებთ დაიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან და მინიმუმამდე შეამციროთ რისკები.
ინტრენეტ ბანკში უსაფრთხო მუშაობისთვის:
ზოგადი პრინციპები:
ავთენტიფიკაციის მეთოდები:
ორ ფაქტორიანი ავტენტიფიკაციის მიზანია უზრუნველყოს თქვენი დაცულობა ინტერნეტ ბანკის სისტემაში.
აღნიშნული მეთოდით ხდება თქვენი დისტანციური ავთენტიფიკაცია ორი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის გამოყენებით, კერძოდ:
I. „ცოდნის" კატეგორია - ის რაც მხოლოდ თქვენ იცით, რომლის ელემენტია ინტერნეტ ბანკის სისტემაში შესასვლელი თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი ერთობლივად
II. „ფლობის" კატეგორია - ის რასაც მხოლოდ თქვენ ფლობთ, ამ კატეგორიის ელემენტია დიჯიპასი ან ბანკში თქვენს მიერ დაფიქსირებულ ფინანსურ ნომერზე მიღებული ერთჯერადი კოდი
მხოლოდ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გავლით შეძლებთ:
ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია უფრო მეტად ზრდის თქვენს უსაფრთხოებას დისტანციური სერვისების გამოყენებისას.